საია: შენარჩნულებულია მავნე პრაქტიკა, რის გამოც პენსიონრებს კუთვნილი პენსიის მისაღებად სასამართლოში დავა უწევთ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად, 2023 წლის განმავლობაშიც გამოიკვეთა რიგი პრობლემები ხანდაზმულების სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით პრობლემური იყო სახელმწიფოს მიერ შერჩეული საბანკო დაწესებულების მხრიდან პენსიის სახით მისაღები სახელმწიფო გასაცემლის თვითნებური დაკავების/დაქვითვის პრაქტიკა, რომელიც სასამართლომ არაერთხელ მიიჩნია უკანონოდ. ამის მიუხედავად, შენარჩნულებულია მავნე პრაქტიკა, რის გამოც პენსიონრებს კუთვნილი პენსიის მისაღებად სასამართლოში დავა უწევთ. ამასთან, პრობლემური იყო საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით პენსიონერის ინფორმირება, რაც გარკვეულ შემთხვევაში იწვევს პენსიის შეჩერებას ან/და შეწყვეტას. აღსანიშნავია, რომ პენსიების ადმინისტრირებისას მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არ ხდებოდა პენსიონერთა წინასწარი ინფორმირება, რაც ხშირად ახსენდა მათ უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას. ხანდაზმულებს დღემდე მძიმე ფინანსურ ტვირთად აწევთ პანდემიის პერიოდში გადავადებული საკრედიტო ვალდებულებების გადახდა, რადგან მათი მხრიდან რამდენიმეთვიანმა საშეღავათო პერიოდით სარგებლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა საპენსიო სესხებისთვის დადგენილი უსამართლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, საკრედიტო ურთიერთობის ვადა და ყოველთვიურად შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა,- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაია: 2022 წელს კანონმდებლობა კიდევ უფრო გაფართოვდა სახელმწიფოს უფლებამოსილება თვალთვალსა და მიყურადებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასაია: სახელმწიფო მზად არაა, გაუმკლავდეს ბუნებრივ კატასტროფებს და თავიდან აირიდოს მათგან მომდინარე საფრთხეები