შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი – ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ზუკა ბერძენიშვილს თავდამსხმელი სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა:

“შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ყოფნიდა რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა.
ვაი თქვენს პატრონს ბიჭებო
ყველა შენახული მყავხართ” წერს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამოქალაქო აქტივისტსა და ქართული ოცნების ოპონენტს მოძალადეები მანქანით ელოდებოდნენ. ბერძენიშვილი ამ დროისათვის კლინიკაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაში“რუსულ კანონს რუსეთთან საერთო არაფერი აქვს” – იგორ გიორგაძე
შემდეგი სტატიავინმე არის პასუხისმგებელი? თუ ჯარიმები მხოლოდ ახალგაზრდებზე ვრცელდება? – პრეზიდენტი რიკოთის გზაზე