“შენ შრომობ, ესენი იპარავენ“ – დაპირისპირება “ქართუ ბანკთან” პლაკატების გაკვრას მოჰყვა – უდუმაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 19, 2017 12:35

“შენ შრომობ, ესენი იპარავენ“ – დაპირისპირება “ქართუ ბანკთან” პლაკატების გაკვრას მოჰყვა – უდუმაშვილი

მნიშვნელოვანი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ქართუ ბანკის“ სათაო ოფისთან შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება, აქციის მონაწილეების მიერ ფასადზე პლაკატების გაკვრის მცდელობას მოჰყვა.

სხვა სტატიები

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ქართუ ბანკის“ სათაო ოფისთან შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება, აქციის მონაწილეების მიერ ფასადზე პლაკატების გაკვრის მცდელობას მოჰყვა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლება გაღიზიანდა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა „სიმართლის პლაკატების“ გაკვრა სცადეს.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით – „შენ შრომობ, ესენი იპარავენ“.

„ეს იყო ჩვენი მშვიდობიანი აქცია, რომელიც დავიწყეთ „ქართუ ბანკის“ შენობასთან და დაპირისპირება მოჰყვა იმას, როდესაც ჩვენ დავიწყეთ სიმართლის პლაკატების გაკვრა – „შენ შრომობ, ესენი იპარავენ“. ამას მოჰყვა ხელისუფლების გაღიზიანება და შემდეგ დაპირისპირება აქციის მონაწილეებთან. ეს არ არის ბანკი, ამას ვერ დაუძახებ ბანკს, ეს არის ხარკის ამკრეფი ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვიურად საქართველოს მოსახლეობისგან კრეფს ხარკს, ერთი ადამიანის გასამდიდრებლად. ეს არის შავი ფულის სარეცხი მანქანა ივანიშვილის ხელში, რომელსაც შესდის ყოველთვიურად მილიონები და ამ მილიონებს რას ახმარს – ხელისუფლების წარმომადგენლებს, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას და ეს ხდება ჩვენი და ჩვენი შვილების ხარკზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი შვილების გაღარიბების ხარჯზე გამდიდრდეს ერთი ადამიანი,“-განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა „ქართუ ბანკს“ ქაჯეთის ციხე უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები „ქართუ ბანკთან“ პერმანენტულ ხასიათს მიღებს.

ამ დროისთვის “ქართუ ბანკთან” ვითარება შედარებით განმუხტულია. შეკრებილ მოქალაქეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიმართავენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 19, 2017 12:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics