“რუსთავი 2″-თან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აფასებს.
„ვიცოდი, რომ რეჟიმს თვითმკვლელობაზე აქვს კურსი აღებული. არავინ დემოკრატიულ სამყაროში არ მისცემს უფლებას ქვეყნის ფაქტიურ თუ არაფაქტიურ ლიდერს, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და ისე იგრიალოს, როგორც უნდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში.
ამასთან, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და „პოლიტიკური გვამი“ უწოდა.
„მე მინდა, აქედან ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, შენ ამ წუთში ხარ პოლიტიკური მიცვალებული. პოლიტიკური გვამი ხარ თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი ხალხი უიმედობაში და ოცნებაში ამყოფე. თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთი შენი დაპირება არ შესრულდა და თუნდაც იმიტომ, რომ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ აგორებული დანაშაულებრივი პროცესით საქართველოს ამ წუთისათვის დააკარგვინე ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება, რომელიც უნდა მიგვეღო გარანტირებულად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილი “რუსთავი 2”-ისა და საზოგადოების წინააღმდეგ შეთქმულებაზე საუბრობს.