შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, ინტრიგანი, პროვოკატორი, უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე – კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ხაბეიშვილს

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ კუპატაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საზოგადოებას მიმართა ეკითხათ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილისთვის, თუ როგორ შეძლო მილიონებად შეფასებული ქონების შეძენა.

საპასუხოდ თემურ კუპატაძემ ხაბეიშვილს „კამერებთან კეკლუცი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი დეკლარაციაშია მითითებული.

„ეს არის კამერებთან კეკლუცი ადამიანი, შენ კეკლუცობ კამერებთან. შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, მეტი არაფერი. შენ ჩინოვნიკი რომ გახდები, ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებ. შენ ხარ ინტრიგანი, პროვოკატორი ადამიანი. შენ ხარ უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე,“- ასე მიმართა თემურ კუპატაძემ ლევან ხაბეიშვილს.

წინა სტატიაშისუსი არის ყველაზე არაკომპეტენტური, ნეპოტისტური და კორუმპირებული ორგანიზაცია საქართველოში -გიგა ლემონჯავა
შემდეგი სტატიაშსს – აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებთ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ სამართალდამცველთა საქმიანობას