შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინცდამაინც, საკუთარ თავზე რომ იღებ, გიხარია? – ოდიშარია

“ქართული ოცნების” დეპუტატს დღეს პარლამენტში მისი უხამსობის განმარტება მოუწია. ბექა ოდიშარია ამბობს, რომ “წყლის დასალევად გასულ ადამიანს” გადაუღეს.

მმართველი პარტიის ლიდერმა იერიში ამჯერადაც ოპოზიციაზე მიიტანა და აღნიშნა, რომ ოპონენტებმა “ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალეს”.

“რა არის ეს, რა სინდრომი ჰქვია ამას, გეუბნები, რომ შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინცდამაინც, საკუთარ თავზე რომ იღებ, გიხარია? რავიცი, მაზოხიზმია? პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე, რა.

გასაგებია, რომ არაფრად ადარდებთ, რა ითქვა და რა არ ითქვა, ეს არის კიდევ ერთი შანსი ფუთფუთის, ტივტივის, პოლიტიკური დღის წესრიგის გახანგრძლივების. კარგი, 2-3 დღე, 4 დღე, 1 კვირა, კი ბატონო…”- თქვა ოდიშარიამ.

ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში, ქალების უხამსად 3 აპრილს მიმართა.

“დედა მოვ**ან თქვენი, მოუ**ნელი დედაკაცების ჯოგი […] ეს არის მოუ**ნელი ქალების სინდრომი”, – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ ხარკოვში თავიანთი ქმედებებისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისთვის
შემდეგი სტატიაოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან, კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ – ანა ნაცვლიშვილი