შემზღუდავი კანონის ამოქმედების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე დღესაც პროტესტია. მოქალაქეები ტროტუარზე დგანან, თუმცა გამვლელებს ამით პრობლემა არ ექმნებათ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მიზანი მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა არასდროს ყოფილა და პროტესტის მთავარი სამიზნე “ქართული ოცნებაა”, რომელიც ქვეყნის ინტერესებს და სუვერენიტეტს თმობს.
ეს პროტესტი არასდროს იყო მიმართული სხვა ადამიანებისთვის ხელის შეშლაზე. პროტესტის მიზანია, რომ “ქართული ოცნების” უკანონო ხელისუფლება თმობს საქართველოს ინტერესებს და ამის ნათელი დასტურია დღეს სადაც იმყოფებოდა და რა ფორმატშიც იმყოფებოდა ე.წ. პრემიერი. ეს არის იმ ლოგიკის გაგრძელება, რომელიც აქ გავრილოვის ღამით დაიწყო. “ქართული ოცნება” საქართველოს სუვერენიტეტს, ინტერესებს თმობს, გადაუხვია უკანონოდ ევროატლანტიკური გეზიდან და ის კანონები, რაც ახლა მიიღეს, სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, – ამბობს აქციის მონაწილე.
მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ გაბრაზებულები არიან “ოცნების” პრემიერის ქმედებით, რომელც აშხაბადში ჩავიდა და რუსი დიქტატორის გვერდით დადგა.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შეძახილი, თუ გამოფხიზლდებით, გაიღვიძებთ რუსეთში, ეს დღე დაგვიდგა. ვიხილეთ საოცარი კადრი, როცა ქვეყნის პრემიერი, სამწუხაროდ, ვინც მართავს ახლა საქართველოს, იდგა მტრის გვერდით, პოზიორობდა დაგამოდიოდა სიტყვით იმ ქვეყნებთან, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო განვითარებასთან და ჩვენი პროტესტიც სწორედ ამიტომ არის, რომ ვენ არ გვინდოდა, ვყოფილიყავით ამ სამყაროს ნაწილი, – ამბობს პროტესტის მონაწილე.
















