შემზარავია, რომ მორჩილი თადუმაძე უნდათ, გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი – ხოშტარია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის, მოქმედი გენერალური პროკურორის ყოფნის ფაქტს ეხმაურება. ხოშტარიას განცხადებით, შემზარავია, რომ შალვა თადუმაძე, რომელიც დაინიშნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის კრიზისის დროს და მორჩილად ხელს აფარებდა იმ პროკურორებს, ვინც ამ “საქმეს თითხნიდნენ”, უნდათ, რომ უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი გახდეს.

“შემზარავია, რომ მოქმედი პროკურორი, თადუმაძე, რომელიც დაინიშნა სარალიძის კრიზისის დროს და რომელიც მორჩილად ხელს აფარებდა იმ პროკურორებს, ვინც თითხნიდნენ ამ საქმეს, ეს მორჩილი თადუმაძე ახლა უნდათ, რომ გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი. აღარ ვსაუბრონ იგივე ვასაძეზე. მორჩილი პროკურორები უნდათ გადაასკუპონ უზენაეს სასამართლოში. ასევე, პოლიტიკური მორჩილებით და მოტივებით გამორჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. პრაქტიკულად, “ოცნებამ” მიიღო კანონი, რომლითაც ვისაც უნდა, იმას გაიყვანს. გვაქვს სია, სადაც არის მორჩილი, საშიში მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები და უნდათ ამ ადგილებზე მოკალათება. ამას გარდა ცინიკურია, რომ დღეს დაიწყო პროცესი და 7 ივნისს ამთავრებენ, არანაირი შერჩევა არ ხდება, ეს ივანიშვილისგან პირდაპირი დანიშვნაა. მერე პროცესი გადავა პარლამენტში, ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ უზენაესი სასამართლო არ მოეწყოს ბიძინა ივანიშვილისხუშტურებით. ვინმეს აქვს ილუზია, რომ თადუმაძე კონკურსში იღებს მონაწილეობას? მამუკა ვასაძე არაფორმალურად საკმაოდ ძლიერი მოადგილეა, ფარცხალაძის გუნდიდან. შეიტანა, იმიტომ, რომ კონკურსს ელოდება? ეს გადანიშვნის პროცესია. ჩინჩალაძეში და მურუსიძეშიც ხომ არ არის პრობლემა, პრობლემა „კლანია”, – აღნიშნა “ევროპული საქართველოს” წევრმა.

banner
წინა სტატიაში,,სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რაზეც საგამოძიებო კომისიამ დადო დასკვნა”
შემდეგი სტატიაან მე დავტოვებ ფრაქციას ან ნანა კოსტავა – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე