ამ შემზარავ ფაქტს ხელისუფლება იყენებს ენმ-ის გასანადგურებლად – ოთო კახიძე გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე

დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შესახებ “ქართული ოცნების” წევრის ნუკრი ქანთარიას მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მომხდარის კვალი სავარაუდოდ, ოდესაში მიდის, ოთო კახიძე “ბოდვას” უწოდებს.
ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ “ამ შემზარავ ფაქტს ხელისუფლება ენმ-ის გასანადგურებლად იყენებს”.
„ასეთ ბოდვაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. აფეთქების დღესვე “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან ჩვენ ვისმენდით თვით აფეთქების ვერსიებს, შემდეგ პრემიერმა გაიშვირა ხელი უცხო ქვეყნისკენ. ამ ვერსიას, რომ ისინი ამზადებდნენ და ეს აფეთქება ძალიან საეჭვოდ რომ დაემთხვა არჩევნებს, ეს ნამდვილად აჩენს კითხვებს. ნუკრი ქანთარიას არ უნდა ჰქონდეს, წესით, საქმის დეტალებზე წვდომა, ამიტომ საინტერესოა, საიდან აქვს ეს ინფორმაცია. ეს არის გამოყენება ამ შემზარავი აქტის. ამის გამოყენებას ტრადიციულად ცდილობენ ოპოზიციური პარტიის გასანადგურებლად, ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა“, – აცხადებს ოთო კახიძე.

banner
წინა სტატიაში(video) 2016 წელს გალის რაიონში ადამიანის გატაცების არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა
შემდეგი სტატიაევროკავშირი- საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა მშვიდობიან და მოწესრიგებულ გარემოში