შემთხვევითობა არ არის, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაში მსოფლიო კრემლს ადანაშაულებს – ბერბოკი

შემთხვევითობა არ არის, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაში მსოფლიო კრემლს ადანაშაულებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„შემთხვევითობა არ არის, რომ მსოფლიო კრემლს უყურებს, როდესაც პუტინის ნდობით აღჭურვილი ყოფილი პირი მოულოდნელად ციდან ვარდება ორი თვის შემდეგ, რაც ამბოხის მოწყობა სცადა“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

ანალენა ბერბოკის განცხადებით, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს რუსეთის ხელისუფლების დიქტატორულ სისტემას, რომელიც ძალადობას ეფუძნება.

„ჩვენ ვიცით პუტინის რუსეთში ეს კანონზომიერება: გარდაცვალებები, საეჭვო თვითმკვლელობები, ფანჯრიდან გადავარდნები, რაც გაურკვეველი რჩება. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ხელისუფლების დიქტატორულ სისტემას, რომელიც ძალადობას ეფუძნება“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსეთში ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან – ზელენსკი
შემდეგი სტატიაშოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ