შემოწმებული 461 მიკროავტობუსიდან კონდიციონერი 189 -ს ჰქონდა ჩართული

შემოწმებული 461 მიკროავტობუსიდან კონდიციონერი 189 -ს ჰქონდა ჩართული,- ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფებმა 20 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს. მათგან კონდიციონერი ჩართული 189-ს ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 51 მიკროავტობუსში კონდიციონერი ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა, ხოლო 2-მა მძღოლმა, სისტემის ჩართვაზე უარი განაცხადა.

მერიის თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ რეაგირების მიზნით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ ოპერატიულად აცნობეს.

ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფები სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შემოწმებას მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.

banner
წინა სტატიაში“ამ ოთხი წლის განმავლობაში მოვედით იმ ეტაპზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობას უფრო მეტი ჟანგბადი აქვს”
შემდეგი სტატია“მგონი ძალიან ეტკინათ ჩვენს ოპონენტებს ის, რომ ასეთი კვალიფიციური ადამიანები წარვადგინეთ განახლებულ გუნდში”