შემოთავაზებული კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს, ეს არის სახელების გადარქმევა- სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი მათთვის მისაღები არ არის.

„საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე როგორც არასამთავრობოების რეკომენდაცია იყო შექმნილიყო დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებდა ამ საკითხის რეგულირებას და ის არ დაექვემდებარებოდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურს .ეს აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერ დეოკრატიულ სახელმწიფოში. რეალურად, შემოთავაზებული კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს. ეს არის უბრალოდ სახელების გადარქმევა, შექმნა ილუზიის, თითქოს სააგენტო იქნება დამოუკიდებელი, მაშინ როცა, ის იქნება პირდაპირ დაქვემდებარებული უშიშროების სამსახურთან. ჩვენთვის შემოთავაზებული კანონპროექტი არ არის მისაღები ისეთი ფორმით, როგორიც დღეს არის. იმედი გვაქვს, რომ ამ პოზიციას გაითვალისწინებენ სხვა პარტიებიც“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პასუხისმგებელია ახლანდელი გენერალური დირექტორი, რადგან ქაოსი მისი მოსვლის შემდეგ დაიწყო” – კორძაია
შემდეგი სტატიახელშეკრულება “გაზპრომთან” – “საია”-მ სასამართლოში სარჩელი შეიტანა