შემოსავლების სამსახურს ვახტან ლაშქარაძე უხელმძღვანელებს

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტან ლაშქარაძე დაინიშნა. მან მიხეილ დუნდუა შეცვალა.

ლაშქარაძე უწყებაში 2007 წლიდან მუშაობს, 2008-2010 წლებში ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 2010 წლიდან დღემდე შემოსავლების სამსახურში მუშაობდა. 2014 წლიდან კი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება “საზოგადოება 2030”-ის ყოფილი ექსპერტი, მიხეილ დუნდუა შემოსავლების სამსახურს 2018 წლის 29 აგვისტოდან 11 დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა. პოსტის დატოვების შემდეგ, 2018 წლის დეკემბრიდან, დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილეა.

banner
წინა სტატიაში“აუცილებელია ბატონი მიხეილ ბატიაშვილის” – პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიამივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას – ბატიაშვილი კერზაიას საქმის გამოძიებაზე