33.4 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა ოხანაშვილ-ივანიშვილის აწყობილი სისხლიანი სქემა – ხაბეიშვილი

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ, სადაც უწყება მას დეზინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში ადანაშაულებს, ბათუმში შემოსული ტანკერის ტვირთის საბაჟო დეკლარაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ტანკერი საქართველოში შემოდის ოფშორული კომპანიის სახელით, რომელიც საქონელს ყიდულობს რუსული, სანქცირებული კომპანიისგან:

“შემოსავლების სამსახურისა და ანრი ოხანაშვილის პასუხად👇🏻
საქართველოში შემოდის ოფშორული კომპანიის სახელით და ეს ოფშორული კომპანია ყიდულობს სანქცირებული, რუსული კომპანიიდან.

ცხადია, მე თუ მოვიპოვე დოკუმენტი, ასევე უმარტივესად შეუძლია ანრი ოხანაშვილს გაარკვიოს. მაგრამ… მაგრამ, მერე 5 მილიონს ერთი გემიდან ვინ გადაკეცავს?!

ეს არის კრიმინალურ-კორუფციული და სისხლიანი ფული!!! აბსოლუტურად ყველა დოკუმენტის მოძიება შესაძლებელია და შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა ოხანაშვილ-ივანიშვილის ახალი აწყობილი სისხლიანი სქემა!”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ბათუმის პორტში შემოსული ტანკერის ტვირთი რუსული დიზელი იყო, მაგრამ არა სანქცირებული – შემოსავლების სამსახური

banner
წინა სტატიაშიბათუმის პორტში შემოსული ტანკერის ტვირთი რუსული დიზელი იყო, მაგრამ არა სანქცირებული – შემოსავლების სამსახური
შემდეგი სტატიაშემდეგი წასვლა მთების არმქონე ქვეყნების კონფერენციაზე ექნება – გია ჯაფარიძე კობახიძეზე