19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

შემოსავლების სამსახურისა და საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს

რამდენიმე საათის წინ თანამდებობები დატოვეს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ.

არსებული ინფორმაციით, მაღლაკელიძე და ხარაბაძე თანამშრომლებს გუშინ, გვიან ღამით დაემშვიდობნენ. ორივე მათგანი გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათი თანამდებობებიდან წასვლის მიზეზად სახელდება შესაძლო პოლიტიკური კავშირებიც. კერძოდ, არსებობს ვერსია, რომ ორივე ხელმძღვანელის გათავისუფლება პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძესთან მათი სიახლოვეს უკავშირდება.

ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციაზე უწყებების მხრიდან ოფიციალური განმარტება არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე: თუ ვინმეს უნებლიედ გული ვატკინე, ბოდიშს ვუხდი
შემდეგი სტატიაუკრაინულმა დრონმა რუსული ვერტმფრენის ცეცხლს თავი აარიდა და სოჭის მახლობლად სანქცირებულ ნავთობტანკერს დაარტყა