შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა იქნება

დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – ლევან კაკავა წარუდგინა.

“პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება – ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკამოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ლევან კაკავას ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, 2017 წლის აგვისტოდან – 2017 წლის ნოემბრამდე იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, გასულ წლებში, სხვადასხვა პოზიციაზე, მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან ნაგვის ურნა მიიტანეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება