შემოსავლების სამსახურიდან დეპარტამენტების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან დეპარტამენტების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

თანამდებობიდან გათავისუფლებულია ყველა დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ლევან კაკავა ცოტა ხნის წინ დაინიშნა.

საკადრო ცვლილებებზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

 

banner
წინა სტატიაშიმთავრობის განკარგულებით ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის 6 მილიონამდე ლარი გამოიყო
შემდეგი სტატიაპანკისის ხეობაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დაჭრილი ინტერპოლის მიერ ძებნილია