20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

შემოსავლების სამსახური: „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი შეფერხებების გარეშე მუშაობს

„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი აქტიური სეზონის პირობებში, გაზრდილი ტვირთნაკადისა და მგზავრთა გადაადგილების ფონზე, შეფერხებების გარეშე მუშაობს,- ამის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორივე ქვეყნის მიმართულებით საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები სტანდარტული რეჟიმით და სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, აქტიური სეზონის გათვალისწინებით, გაზრდილი ტვირთნაკადის/მგზავრთა გადაადვილების პირობებში, მუშაობს შეფერხებების გარეშე და ორივე ქვეყნის მიმართულებით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს სტანდარტული საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები”,- განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, დილიდან სარფის საბაჟო გამშვები პუნქტთან ხალხმრავლობაა. მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, საბაჟო კვეთა ხალხის ნაკადის გამო დროულად არ ხდება.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონი-ქუთაისის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა
შემდეგი სტატიაზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა