შემოსავლების სამსახური საბაჟოზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი საქართველოს საბაჟოზე შექმნილ პრობლემებს უარყოფს.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, სარფის საბაჟოზე 24 საათიანი შეუფერხებელი მუშაობა მიმდინარეობს.

„არანაირი შეფერხება არც ერთ სატვირთო მანქანას, არცერთი ქვეყნის სანომრე ნიშნით არ აქვს და არც შეიძლება, ჰქონდეს. გუშინ, ღამის 12 საათიდან დაახლოებით, 450-მდე სატვირთო მანქანამ გადმოკვეთა თურქეთ-საქართველოს საზღვარი და აქედან 330-მდე გავატარეთ, ესეც იმის გამო, რომ თურქულ მხარეს უჭირს უფრო მეტი მანქანის მიღება და ფიზიკურად ვერ ახერხებს. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს თავისი შესაძლებლობებით და თავისი საკადრო რესურსით შეუძლია მოემსახუროს ორჯერ და უფრო მეტ მანქანას ყოველგვარი პრობლემის გარეშე. რა თქმა უნდა, არის ტვირთების დიდი ნაკადი, ხდება ამ სატვირთო მანქანების რიგის კონტროლი, ამას შემოსავლების სამსახური არ ახორციელებს, ამას საპატრულო პოლიცია აკეთებს, რაც სწორია. მანქანები ყოველგვარი შეფერების გარეშე გადიან საზღვარს და არანაირი პრობლემა არ აქვთ“, – აცხადებს მოისწრაფიშვილი.

საინფორმაციო პორტალი „კომერსანტი“ წერს, რომ უცხოური მედია საქართველოს ხელისუფლებისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩევა და მას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

კომერსანტთან საუბარში აზერბაიჯანელმა გადამზიდავებმა განაცხადეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ტვირთების გადამოწმების მოტივით, მანქანებს განსაზღვრულზე მეტი ხნით – დღეების განმავლობაში უწევთ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” წევრი არასოდეს ვყოფილვარ”- “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი