2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

შემოსავლების სამსახური: 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილი საქართველოს საბაჟოზე შეცვლილი VIN კოდებით შემოვიდა

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული ძვირად ღირებული ავტომობილის, კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ, მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის ე.წ. – VIN კოდის შეცვლის ფაქტი.

„პირველადი მწარმოებლის მიერ მინიჭებული VIN კოდები გადაკეთებულია. მსუბუქ ავტომობილებთან მიმართებით აღნიშნული ფაქტი უპრეცენდენტოა თავისი მასშტაბით და ღირებულებით. ეს ავტომობილები დოკუმენტების მიხედვით, უნდა წასულიყო აზიის ქვეყნებში ფიზიკურ პირებთან“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის ბათუმის გეზ-ის უფროსმა დავით კლიმენკო.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

banner
წინა სტატიაშითიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
შემდეგი სტატია“აღარ არის დუმილის, გაჩუმების, სახლში ჯდომის დრო” – პროფესორ-მასწავლებლები ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე