“შემოიტანეს კახი კალაძის ბიზნესგეგმა” – ოპოზიცია საკრებულოში თბილისის გენერალური გეგმის ხმაურიანი განხილვისთვის ემზადება

თბილისის გენერალურ გეგმას საკრებულოში ერთდროულად რამდენიმე კომისიის გაერთიანებული სხდომაზე განიხილავენ. ოპოზიცია დოკუმენტში არსებულ ხარვეზებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას. ისინი მმართველ გუნდს მათი წინადადებები გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

“ნაციონალური მოძრაობა” ამტკიცებს, რომ დედაქალაქის გენგეგმა ხალხის ინტერესებზე არ არის მორგებული.

„ნაცვლად იმისა, რომ შემოეტანათ თბილისელების ინტერესების გამტარებელი გენერალური გეგმა, შემოიტანეს კახი კალაძის ბიზნესგეგმა, რომელიც გულისხმობს სკვერებში და სარეკრიაციო ზონებში კორპუსების მშენებლობას. ან სიმართლეს შეხედონ თვალებში და ეს გენერალური გეგმა გაიწვიონ და დაუბრუნონ დედაქალაქის მერს. თუ არა და ამ რედაქციით მიღება ნიშნავს იმას, რომ თბილისში გაგრძელდება ქაოსური მშენებლობები,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტში არსებული ხარვეზების გამოსწორება აქტიურად მიმდინარეობს. რევაზ სოხაძე ოპოზიციის კრიტიკასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ოპონენტები ვერ ერკვევიან გენერალურ გეგმაში და ისინი არაკვალიფიციურები არიან ამ საკითხში.

„ჩვენიო ოპონენტები კარგად ვერ ერკვევიან გენერალურ გეგმაში. და რთულია არაკვალიფიციურ ოპონენტს გასცე კვალიფიციური პასუხი,”-განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის მთავარი დოკუმენტი საკრებულომ აგვისტოს ბოლომდე უნდა დაამტკიცოს

banner
წინა სტატიაში10 წლის უკან რუსეთმა კიდევ ერთი აგრესია განახორციელა საქართველოს მიმართ – ბახტაძე
შემდეგი სტატიაევროპული საქართველოს ლიდერებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას