შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა…

SAMSUNG CAMERA PICTURES,,შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა’’… კალნდობა სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით წლის თავს, ახალწელიწადს ნიშნავს. გურულებს კალანდას დახვედრის განსაკუთრებული ტრადიცია ჰქონდათ და არც დღეს ღალატობენ მას.

წესის მიხედვით გურულები თხილის ნედლი შტოდან საგანგებოდ თლიდნენ ჩიჩლაკს, რომელიც აუცილებლად კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით უნდა ყოფილიყო მორთული. გურულ ჩიჩილაკს დღემდე ,,ქართულ ნაძვის ხესაც’’ უწოდებენ. ჩიჩილაკი ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული და ახალი წლის სიმბოლოს წარმოადგენს. ჩიჩლაკის ტრადიცია იმერეთშიც ჰქონდა და ხშირად მას ენდროთიც ღებავდნენ.

ჩიჩლაკმა იმდენად ქართლი ხასიათი შეიძინა, რომ დღეს მას საქართველოს ყველა კუთხეში იყენებს საახალწლო ,,ნაძვი ხის’’ სიმბოლოდ და ტრადიციულად, სწორედ სხვადასხვაგვარი კანფეტებით ირთვება.

როგორც უმეტესობა ქართული ტრადიციებისა, ჩიჩილაკიც ქრისტიანულ სიმბლოს უკავშირდება, კერძოდ კი წმინდა ბასილ დიდის სახელს. 14 იანვარი, ძველი სტილით ახალი წელი, სწორედ წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა.

გურიაში ჩიჩილაკს ,,ბასილის ფაფუკ წვერებსაც’’ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი ,,ბასილის პურს’’ უწოდებდნენ.

ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდენენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა. ტრადიციის მიხედვით, დღესაც სწორედ ნათლისღებამდე უნდა აიღოს ოჯახმა საახალწლო ,,ნაძვის ხე’’.

,,შემოდიოდა ჩვენში კალანდა’’

ანა კალანდაძე

,,და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,

სერებს თოვლიანს…

ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,

ყეფდა თოლია…

იდგა ბერმუხა ღამისმთევარი

თოვლში ნაბდითა…

დილით მისდევდა სერზე მწევარი

ნაკვლევს ნადირთა…

ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით

გრძნეულ მარანთან…

შემოდიოდა ჩიჩილაკებით

ჩვენში კალანდა…’’

გილოცავთ!

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკო პირობას დებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არ წავა
შემდეგი სტატიასირიაში შეტევისას ისევ გამოიყენეს ზარინის გაზი