უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეტევითი ოპერაციები ყველა მიმართულებით გაგრძელდება და შემოდგომაზე არ შეჩერდება.
ამასთან, მისი თქმით, მთავარ როლს ქვეითები შეასრულებენ რადგან ჯავშანტექნიკის გამოყენებას ართულებენ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და კამიკაძე-დრონები.