(video)შემიყვანეს ოთახში და მითხრეს: შეიხ, თქვენ შეიხი აღარ ხართო

შემიყვანეს ოთახში და მითხრეს: შეიხ, თქვენ შეიხი აღარ ხართო

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი აცხადებს, რომ თანამდებობა ზეწოლის გამო დატოვა.

როგორც აქპეროვმა ”არჩევანის” ეთერში განაცხადა, მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებითა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ემუქრებოდნენ.

ყოფილი შეიხი ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პრესასთან კონტაქტი აუკრძალეს და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა საგამოძიებო უწყებაში აიძულეს.
მისივე თქმით, 2013 წლის დეკემბერში, მოდულის შენობაში, ის შეიყვანეს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის კაბინეტში, რომლის ზუსტ ვინაობას ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მას სახელად ჰქვია მალხაზი, ხოლო მას, ვინც განცხადება დააწერინა – ვაჟა.

”შემიყვანეს ოთახში და მითხრეს: შეიხ, თქვენ შეიხი აღარ ხართო. ვკითხე, თუ რატომ, ძალიან გამიკვირდა. ახალი ხელისუფლება მოვიდაო და მიშა წავიდაო, შენც რომ წახვიდე, რა იქნებაო. ეს იყო არგუმენტი. მე არაფერი ვუთხარი. უნდა დაწერო განცხადება და წახვიდეო. მე ვუთხარი, ოჯახი მყავს მეთქი, ხუთ კაცს ვარჩენ. 20 წელი მოლა ვარ და ერთ დღეს რომ გითხრან, წადიო… დამპირდნენ, კარგი სამსახური გექნებაო, კარგი პირობები, არ დაგავიწყდეს, შეიხ, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა, კაცები ვართ, ასე მიგატოვებთო? იმ მაღალჩინოსნის ოთხიდან რომ გამოვედით, მაშინ ბატონი ვაჟას კაბინეტში მიბრძანდით და დაწერეთ განცხადება თქვენს წასვლაზეო. დერეფანში რომ გამოვედით, ბატონი ვაჟა კარებს აღებდა და მე ვუთხარი, რომ არ დავწერო, რა იქნება მეთქი? მითხრა, რომ შეიხ, ხო იცით, ჩვენ ყველაფერი გვაქვსო, მანქანით რომ ”დაგულაობდითო”, ტონირებული შუშები რომ გქონდათო, ვიღაცეები რომ მიგყავდათ-მოგყავდათო და პირადი ცხოვრებაზე მითხრეს”, – ამბობს ყოფილი შეიხი.

https://youtu.be/B0H7dPNDbQs

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ვვარაუდობთ, რომ ივანიშვილი გაიყვანს ფულის ტომრებს
შემდეგი სტატიაVictoria’s Secret-მა ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალი დაასახელა