„შემიძლია სუნთქვა“ – ნანგრევებს შორის მოყოლილი პირი კონტაქტზე გამოვიდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც დღეს, 7 ოქტომბერს 6-სართულიანი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.

ადგილზე მყოფმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ხმა გაიგონეს. ნანგრევებიდან გაიგონეს ადამიანის ხმა – „შემიძლია სუნთქვა“.

ერთ-ერთი მაშველი გავიდა კონტაქტზე ნანგრევებს შორის მოყოლილ პირთან. მაშველის კითხვაზე – „გესმის თუ არა ჩემი ხმა“ – კაცმა უპასუხა, რომ ესმის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.

წყარო: ბათუმელები

banner
წინა სტატიაშიქვედა კიდურის ტრავმა აქვს – ექიმი ნანგრევებში მოყოლილ ბავშვზე
შემდეგი სტატიატიკარაძე – აცრების რიცხვი დაკლებულია, რაც სამწუხაროა