შემიძლია, სასამართლოს ისეთი ინფორმაცია მოვაწოდო, რომელიც სრული ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმარება“ – დათა ახალაია

„საჭიროდ არ ვთვლი, ვთქვა, სად ვარ, თუ აუცილებელია, მოგახსენებთ. შემიძლია, სასამართლოს ისეთი ინფორმაცია მოვაწოდო, რომელიც სრული ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმარება“, – ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიამ დისტანციური დაკითხვისას გააკეთა.

„მელნიკოვთან ერთად სააკაშვილთან ცხოვრებაში არ მივსულვარ. თუ სააკაშვილთან დავდიოდი, ეს სახელმწიფო საკითხებს და საქმეს ეხებოდა. სააკაშვილს არ განუცხადებია, რომ გირგვლინის საქმეზე დაკავებულებს შეიწყალებდა. არასდროს ამ თემაზე სააკაშვილთან არ მქონია საუბარი. არ განმიცხადებია მელნიკოვისთვის და გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის, რომ შეწყლების დაპირება პრეზიდენტისგან იყო. მელნიკოვთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა – ჩემი დეპარტამენტის თანამშრომელი იყო მე მისი ხელმძღვანელი ის გაცილებით დაბალი რგოლის ადამიანი მელნიკოვს საქმის კურსში არ ვაყენებდი, როდესაც სააკაშვილს ვხვდებოდი. ერთადერთი საქმის კურსში მერაბიშვილს ვაყენებდი სააკაშვილთან შეხვედრის და სახელმწიფოებრივ საკითხებზე. 2006 წლის განმავლობაში პრეზიდენტთან ვიზიტის დროს კანცელარიაში კი არა 2006 წელს ოქრუაშვილს საერთოდ არ შევხვედრივარ. მიკვირს ეგ კაცი რატომ იტყუება”, – აღნიშნა ახალაიამ, რომელმაც განმარტა, რომ კუდ-ის დირექტორად დანიშვნაზე რეკომენდაცია ვანო მერაბიშვილმა გაუწია.

დათა ახალაიას მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

banner
წინა სტატიაშითბილისში სპეცოპერაციას აშშ-ის ელჩი ეხმაურება
შემდეგი სტატია(Video) შტურმი დაიწყო-სროლა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე