“შემიძლია ჩემი თავი შევთავაზო” – ჭკუასელი პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირების მომხრეა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, თემურ ჭკუასელი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შემცირდეს.
“მე მაგ ადამიანს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ მას ძალიან უყვარს ფიქრი და რა აქვს ჩაფიქრებული ამ წუთას ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ რაღაც რომ ძალიან საინტერესო აქვს მოფიქრებული ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. პოლიტსაბჭოში, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანია თავმოყრილი და მე თანახმა ვარ, რომ შემცირდეს. მე თვითონ შემიძლია ჩემი თავი შევთავაზო, რომ აღარ ვიყო პოლიტსაბჭოში, ეს არ არის პრობლემა,“ – განაცხადა ჭკუასელმა.
პარტიაში ცვლილებების შესახებ კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მომავალი კვირიდან გაიმართება. ამ დროისთვის, უცნობია, კონკრეტულად რამდენით შემცირდება 21-კაციანი პოლიტსაბჭო.

banner
წინა სტატიაშითუ ჩათვლის პარტია, რომ არ არის სოფო კილაძე საჭირო, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მექნება – სოფო კილაძე დაანონსებულ ცვლილებებზე
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად თბილისში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ