შემდგომი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება, თუ როგორ დაკომპლექტება მაჟორიტარული ადგილები პარლამენტში

შემდგომი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება, თუ როგორ დაკომპლექტება მაჟორიტარული ადგილები პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელისაბეთ რუდმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გამართულმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდმა ჩაიარა კონსტრუქციულ ატმოსფეროში.

„მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება დიალოგი და შედგება შემდგომი შეხვედრა, რისი მთავარი განსახილველი საკითხიც იქნება, თუ როგორ დაკომპლექტება მაჟორიტარული ადგილები პარლამენტში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმის მნიშვნელობაზე, რომ ნებისმიერ პიროვნება თუ პოლიტიკური პარტია, რომელსაც სურს, გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის თანახმად, კანონის დაცვით, რათა შენარჩუნებული იყოს კონსტრუქციული ატმოსფერო“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენთვის გერმანული მოდელი არის მიუღებელი
შემდეგი სტატიავუახლოვდებით პოლიტიკური დიალოგის უფრო კონკრეტულ შედეგებს