“შემდეგი სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს” – განათლების მინისტრი

“შემდეგი სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს”, – ეს განცხადება დღეს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტები სახელმწიფო ინტერესზე უნდა იყვნენ ორიენტირებული. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მათთვის აღნიშნული “აკრძალვის მორჩილება” ნებაყოფლობითი იქნება.

“სახელმწიფო უნივერსიტეტები სახელმწიფო ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული. კერძო უნივერსიტეტებში ჩვეულებრივ გაგრძელდება და მათ ექნებათ საშუალება უცხოელი სტუდენტები მიიღონ. შემდეგი სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტში ნარკოდანაშულისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატია“ვფიქრობდით, რომ უკრაინელების 70% ჩვენ მხარეს იყო” – რუსულმა დაზვერვამ “კრემლი” შეცდომაში შეიყვანა