17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

“შემდეგი ნაბიჯები აუცილებლად უნდა იყოს უფრო ხისტი დაპირისპირება რეჟიმთან”- ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო ხისტი უნდა გახდეს. მისი თქმით, ეს გულისხმობს უფრო დიდ აქციებსა და „რეჟიმის რყევის გაგრძელებას“.

გვარამია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ამჟამად ისტერიულ მდგომარეობაშია და შეცდომებს უშვებს, ხოლო პრინციპულ და უშიშარ წინააღმდეგობას შეუძლია პროცესები შეუქცევად ფაზამდე მიიყვანოს.

„ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ რეჟიმი თავისით იჭერს ერთმანეთს, ხნის ხალხს, ჩხრეკს, აპატიმრებს — ეს, ცხადია, ილუზიაა და მცდარია. რეჟიმი, ბუნებრივია, რყევის გამო არის ისტერიულ მდგომარეობაში და უშვებს შეცდომებს. ეს უნდა გავაგრძელოთ, ვიდრე ასეთი შეცდომების რაოდენობა იმდენად დიდი არ იქნება, რომ რეჟიმისთვის პრაქტიკულად შეუქცევად ზიანს მოიტანს. მგონია, რომ ეს შეგვიძლია — შეგვიძლია ბევრს და შეგვიძლია პრინციპული და უშიშარი წინააღმდეგობით,“ — აცხადებს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაში“სულ მაინტერესებს, რას ემსახურება ძალოვნების მხრიდან ეს დემონსტრაცია?!”
შემდეგი სტატიაბესო შენგელია: დღეს გვიწევს ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ რუსეთი მტერია