შემდეგი ჯეიმს ბონდი ტეო ჯეიმსია

მას შემდეგ, რაც დენიელ კრეიგის ბონდიანადან წასვლის ამბავი გავრცელდა, ჯაშუშთა ტახტზე მის შემცვლელად ბევრი განიხლებოდა, მათ შორის იდრის ელბა, ტომ ჰარდი და ტომ ჰიდლსტონი, მაგრამ მათ, ვინც ამ ტრიოდან ერთ-ერთს მაინც გულშემატკივრობდა, გული გაუცრუვდებათ. თუმცა დივერჯენტის ტრილოგიის მოყვარულებისთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს! სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ჯეიმს ბონდის როლზე ოფიციალურად დაამტკიცეს 31 წლის მსახიობი, ტეო ჯეიმსი.

მსახიობის მონაწილეობით პირველი ფილმი 2017 წელს გამოვა და კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებულია სამი ფილმი.

კერძო პრეს-კონფერენციაზე ტეომ განაცხადა: ,,გაოცებული ვარ, მაგრამ დიდი პატივია, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა”.

banner
წინა სტატიაშიდატბორილი ქუჩები და ეზოები რუსთავში-გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამე გაგრძელდა
შემდეგი სტატიარომელ პარტიას ენდობა მოსახლეობა არჩევნებამდე 4 თვით ადრე- კვლევის შედეგები