“შემდეგი 10 წლის განმავლობაში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძეის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით

„მწვანე ეკონომიკა არის ჩვენი რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი. ეს ხედვა მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას როგორიც არის სოფლის მეურნეობა, საწვავის სტანდარტი, ტრანსპორტი და ა.შ. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს“, – განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიწლის ბოლოს გვეცოდინება გვჭირდება თუ არა მიკროავტობუსები ქალაქში – კალაძე
შემდეგი სტატიაყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება პარკირების განსხვავებული ტარიფი – კალაძე