შემცირდეს საგადასახადო წნეხი, რათა მივაღწიოთ ფასების დარეგულირებას – დამენია გაზის ტარიფის 8 თეთრით გაძვირებაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია გაზის ტარიფის 8 თეთრით გაძვირებას ეხმაურება.

დამენიას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, მათ შორის ეს არის კონტრაქტის პირობების გაუქმება სომხეთში გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით, ხოლო მეორე ეს არის არარსებული მონეტარული და ეკონომიკური პოლიტიკა.

დამენიამ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი, რათა ადამიანებს შეუმსუბუქდეთ ყოველდღიური ტვირთი, საგადასახადო წნეხის შემცირებაა.

„მოგეხსენებათ, რომ სემეკმა ფაქტიურად დაამტკიცა გაზის 8 თეთრით გაძვირება, ქართულმა ოცნებამ ფაქტიურად რამდენიმე შეცდომა დაუშვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

პირველი, როდესაც გააუქმა კონტრაქტის ის პირობები, სომხეთში ტრანზიტთან დაკავშირებით, საქართველოს რჩებოდა გატარებული გაზის 10%, დღეს საშუალება იქნებოდა, რომ ეს გაზი გამოგვეყენებინა და როდესაც თანხის შემოდენიბით მოხდა, კომერციულად დაზარალდა საქართველოს მხარე, მითუმეტეს, რომ ხელშეკრულება გაფორმდა მცირე ფასზე და დღეს უკვე ამ მომატებულ ფასს ვეღარ ვიღებთ, ამიტომ ეს იყო მნიშვნელოვანი შეცდომა ქართული ოცნების მხრდიან და ეს თანხა, რომელიც უკვე ტენდერების სახით ილექება ქართული ოცნების ხელმძღვანელების ჯიბეებში, დღეს უკვე საქართველოს მოსახლეობას უწევს ამ 9 თეთრიანი სხვაობის გადახდა საკუთარი ჯიბიდან.
მეორე, ყველაზე დიდი პრობლემა არის ფაქტიურად არარსებული პოლიტიკა მონეტარულ და ეკონომიკურ საკითხებში, ერთადერთი სწორი გამოსავალი ამისა, როდესაც არის ასეთი ინფლაცია ფასებში, ლარის კურისის ასეთი ვარდნა, უკვე ორი წელია ევროპული საქართელო სთავაზობს ქართულ ოცნებას შემცირდეს საგადასახადო წნეხი და ამით მივაღწიოთ ფასების დარეგულირებას, ქართული ოცნება კი ორი წელია, ჯიუტად არ ასრულებს ევროპული საქართველოს გზავნილს.. – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიმცხეთა-მთიანეთის მხარე რუსეთის შემადგენლობაში შევიდა?
შემდეგი სტატიაანტიგახარიული მოძრაობის დაწყებას სულ სხვა მიზეზები აქვს