6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

“შემაშფოთებელია, რომ ყოფილი ომბუდსმენი დაკითხეს ეუთოს მისიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით”- გაეროს სპეციალური მომხსენებელი

გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი უჩა ნანუაშვილის გამოკითხვას ეხმაურება.

„გავიგე შემაშფოთებელი ამბავი, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა დამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას და ანგარიშსწორებას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობის გამო“,_  წერს მერი ლოულორი პლატფორმა X-ზე.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი შეიარაღების წარმოებას მკვეთრად ზრდის
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ცნობილია