შემაშფოთებელი რიტორიკაა, თითქოს აშშ ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, აბსოლუტურად მცდარია – რაიდერი

პენტაგონის პრეს-სპიკერი, პეტ რაიდერი “ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ “რუსეთია ის, ვინც დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს” და არა შტატები. ეს კომენტარი მან “ქართული ოცნების” გუნდის ზოგიერთი წარმომამდგენლის იმ განცხადებებზე საპასუხოდ გააკეთა, რომელთა თანახმად დასვალელი პარტნიორები საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას ცდილობენ.

გენერალ-მაიორი ამბობს, რომ ამერიკა აფასებს იმ ორმხრივ ურთიერთობას, რაც საქართველოსთან წლებია აკავშირებს და დიალოგს განაგრძობს. თუმცა, გადაწყვეტილების მიზეზი, გადადებულიყო მრავალეროვნული წვრთნები განუსაზღვრელი ვადით, ის შემაშფოთებელი რიტორიკა გახდა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა გამიზნულად ცდილობს რეგიონში ვითარების დაძაბვას.

“სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია. […] რუსეთია ის, ვინც ცდილობს უკრაინაში ამ კონფლიქტში დაძაბულობის გამწვავებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება გვქონდეს საქართველოსთან. ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას. ისინი [საქართველო] მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და განვაგრძობთ ამაზე ფოკუსირებას”, – უთხრა “ამერიკის ხმას” პეტ რაიდერმა.

banner
წინა სტატიაშითიბისის TechXplore ღონისძიება
შემდეგი სტატიაელონ მასკი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას მილიონობით დოლარით დააფინანსებს