შემაშფოთებელი განვითარებაა და საქართველოს მისი გაწვევისკენ მოვუწოდებთ – ევროკომისიის წარმომადგენელი

POLITICO-სთან ანონიმურად საუბრისას ევროკომისიის ერთ-ერთი წარმომადგენელი რუსულ კანონზე შეშფოთებას გამოთქვამს და მმართველ პარტიას მისი გაწვევისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს მმართველი პარტიის მიერ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა სერიოზულად შემაშფოთებელი განვითარებაა და საქართველოს მისი გაწვევისკენ მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ აღებული საჯარო ვალდებულებების შესაბამისად.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. მათ შორისაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობა და სამართლებრივ და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში მათი მნიშვნელოვანი ჩართულობა და თავისუფლად საქმიანობა,” – ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიარავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს – კალაძე
შემდეგი სტატიანინო ბუჭულაძე – აბულმუგის აბანო საქართველოში ყველაზე მოვლილი ძეგლია