შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისთვის მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება უქმდება

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისთვის მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება უქმდება.

წულუკიანის თქმით, შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში.

„პოლიცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერდება, ქალის წინააღმდეგ ძალდობის სფეროში. კერძოდ, იმით, რომ შემაკავებელი ორდერი აღარ საჭიროებს სასამართლო გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ ძალაში შევიდეს. როგორც კი პოლიცია შემაკავებელ ორდერს გამოსცემს, ის ძლაში შევა“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ორდერის სასამართლოს მიერ დამტკიცებამდე, მკვლელობის ფაქტი მომხდარა.

„რა თქმა უნდა, მხარეებს შემდეგ უკვე ექნებათ ორდერის გასაჩივრების შესაძლებლობა, მაგრამ პოლიციელი აღარ დაელოდება მოსამართლეს იმისთვის, რომ ორდერის ძალაში შეყვანა მოხდეს და მსხვერპლი სასწრაფოდ იქნეს დაცული, რადგან გვქონია შემთხვევები, რომ ორდერი გამოცემულა, მაგრამ იმ 24 საათში, როცა იგი სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, მკვლელობის ფაქტი დამდგარა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინაღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დღეს დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამასწავლებლებს, ექიმებსა და ადვოკატებს ვალდებულება დაეკისრებათ, ძალადობის ფაქტების შესახებ სამართალდამცველებს აცნობონ