შემაკავებელი ორდერის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

”ოჯახში ძალადობის შესახებ” კანონპროექტში ცვლილებები შედის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამკაცრდა პირობები.

შემაკავებელი ორდერის დარღვევა ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

„შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა აღარ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს იქნება პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაული.

გავამკაცრეთ სასჯელი ოჯახში ძალადობის ჩადენაზე და შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შედარებით მკაცრი განმეორებით ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში”ლიბერალის” რედაქტორზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია
შემდეგი სტატიასატვირთო ავტომობილების მძღოლები ფინანსთა მინისტრს ხვდებიან