შეკვეთილში, ივანიშილის სახლთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობის აქცია გრძელდება

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობის აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარავი. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა, გახარიას გადადგომის შესახებ არ დაკმაყოფილდება.

შეკვეთილში, აქცია მე-17 დღეა მიმდინარეობს. გუშინ აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე მოქალაქეები მივიდნენ და კარავი დაშალეს, სადაც მოშიმშილეები აქციას მართავდნენ, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა კარავი კვლავ გაშალეს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : აღმოსავლეთ პარტნიორობამ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმირება მოახდინა, მისი მოდერნიზება შეძლო
შემდეგი სტატიათუ ევროკავშირში გაწევრიანება არის კიბე, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უკვე ახვედით რამდენიმე საფეხურზე – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი