შეკრებილები სკანდირებდნენ – “მკვლელებო” და “სირცხვილია”

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მამუკა ჭელიძის ბრიფინგს, რომელმაც განაცხადა, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.

შეკრებილები სკანდირებდნენ – “მკვლელებო” და “სირცხვილია”.

ამასთან, ჭელიძის ბრიფინგის მიმდინარეობისას აქციაზე მყოფმა პირებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ ტრანსლაციის გათიშვა მოითხოვეს.

ისინი ამბობდნენ, რომ შსს-ს ბრიფინგის მოსმენა აღარ უნდოდათ, რადგან უწყების ვერსიის არ სჯერათ.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია: დედა ტირის, და რას ტირის, შვილთან ერთად ტირის, იმას, რასაც პროპაგანდა უპირისპირებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ