“შეკითხვის ფორმულირება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა” – პრემიერის პასუხი ჟურნალისტებს კრიმინოგენულ ვითარებაზე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე პარლამენტშია. ინტერპელაციის წესით დაბარების შემდეგ პრემიერმა დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს.

პრემიერმა ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად მძიმე ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა, არ უპასუხა. მამუკა ბახტაძემ კითხვაზე – გაუარესდა თუ არა ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება, მხოლოდ ის თქვა, რომ “კითხვა არასწორად არის დასმული”.

„შეკითხვის ფორმულირება უკვე არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა,“ – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლას შინაგან საქმეთა მინისტრიც დაესწრება. არსებულ ვითარებაზე მედიასთან არც გიორგი გახარიას უსაუბრია. გახარია ამბობს, რომ განცხადებას, პრემიერის და დეპუტატების მოსმენის შემდეგ გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაურმა კობახიძეს ქვეყანაში დეზინფორმაციის წყარო უწოდა
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მე-7 წელია აშენებს რახაცას ტალახით