საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გაოგნებულია ფაქტით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. ფრედერიკ პეტი პირდაპირ ამბობს, რომ “ოცნების” ეს ქმედება დემოკრატიის სრული უარყოფაა. მისი თქმით, მნიშნელოვანია განხილვები სწორედ მათთან, ვინც შენ კონკრეტულ საკითხებში არ გეთანხმება.
ჩემთვის გასაოცარია, რომ პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე. ჩემთვის სრული უარყოფაა იმის, თუ რას გულისხმობს დემოკრატია. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, ეს არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება. განხილვები ევროპაში მიდის იმ ხალხთან, ვინც არ გეთანხმება, – ამბობს ფრედერიკ პეტი.