,, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს. ამას სჭირდება მომზადება”

საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის შეხვედრა უნდა მომზადდეს თუ ამის შესაძლებლობა იქნება, რომ შედეგიანი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა , ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს.
“მე ვფიქრობ, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს. ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გაგვაჩნია. თუმცა, ეკონომიკური მიმართულებით 2012 წლის მერე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. საქართველოში წარმოებული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე გატანა თავისუფლად არის შესაძლებელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური მიმართულებით სამუშაოა. უნდა მომზადდეს შეხვედრა თუ ამის შესაძლებლობა იქნება, რომ შედეგიანი იყოს”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში,, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პროცესი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო”
შემდეგი სტატიათბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სხდომა ჩატარდება