შეხვედრა საფრანგეთის პირველ ლედისთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.

შეხვედრა ელისეს სასახლეში თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

გუშინ კი სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.

banner
წინა სტატიაშინინო ზამბახიძე „მთელი სოფელი დიღომი და ნაფეტვრები დაწიოკებული ყავდათ თურმე – ეს ტიპები დღეს დაიჭირა შსს-მ ფაქტზე“
შემდეგი სტატიაიაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის