შეხვედრა ქართულმა მხარემ ითხოვა – სერგეი ლავროვი

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში მასა და მინისტრ ზალკალიანს შორის გამართული შეხვედრა თავად მინისტრმა ზალკალიანმა მოითხოვა.

ლავროვის თქმით, ქართველი მინისტრის „უცნაურმა კომენტარებმა“ უფრო მეტი დრო წაიღო, „ვიდრე თვითონ შეხვედრამ“.

„26 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შედგა შეხვედრა, რომლის გამართვასაც თავად ითხოვდა. შემდეგ მე წავიკითხე მისი ვრცელი კომენტარები, რომლებმაც ჩემი აზრით, მას იმაზე მეტი დრო წაართვა, ვიდრე თავად ამ შეხვედრამ. სხვა საკითხებთან ერთად, აინტერესებდა, როდის იქნება შესაძლებელი ავიამიმოსვლის განახლება. ავუხსენი, რომ ჩვენ არასოდეს ვეძებდით ხელოვნურ მიზეზებს საქართველოსთან საჩხუბრად. თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს პასუხისმგებლიანად წინ წაწიოს თავისი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ, ყურადღებას არ მიაქცევს რუსოფობებს, რომელთა გამოყენებასაც ჩემი აზრით, ძველი პრეზიდენტი ისევ ცდილობს რეჟიმთან საბრძოლველად თბილისში, მაშინ, ალბათ, განვაახლებდი საჰაერო მიმოსვლას. კომენტარები, რომლებსაც თავად ქართველები აკეთებენ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩემს ღიმილსა და გაოცებას იწვევს“, – განაცხადა ლავროვმა.

 

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: გადაწყვეტილება მივიღე ჩემით
შემდეგი სტატიასოფელ ჯუმში ძმამ ძმა დანით მოკლა