შეხვედრა პოლიტიკური გეგმებისთვის? – ალასანია უსუფაშვილთან აუდიენციას ადასტურებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია , პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრა დავით უსუფაშვილთან პირველ მაისს თბილისში შედგა.

ალასანიას პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს შეხვედრა რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს არ უკავშირდება.

“პოლიტიკურ გეგმას ეს შეხვედრა არ უკავშირდებოდა. შემთხვევითი შეხვედრა იყო მეგობართან“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო საუბრისას.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენცია გამართა. უსუფაშვილმა დაინტერესებულ ძალებს ცენტრისტული პარტიის შექმნა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შეაფასა
შემდეგი სტატიაპროკურატურა დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების არსებობის ფაქტს განცხადებით ეხმიანება