შეხვედრა აფხაზეთის კონფლიქტის სამართლებრივ–პოლიტიკურ ასპექტებზე

23 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ იუსტიციის მინისტრსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ოთარ ბენიძესთან.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი. მიწვეულმა სტუმარმა, ბატონმა ოთარ ბენიძემ ისაუბრა აფხაზეთის კონფლიქტის სამართლებრივ–პოლიტიკურ ასპექტებზე. გაიხსენა კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეხვედრები და მათ მიერ დადებული ხელშეკრულებები, ასევე, მიმოიხილა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საერთაშორისო აქტები და რეზოლუციები და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების როლი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში და ის საკანონმდებლო პრობლემები, რომლებიც დღის წესრიგში დგას ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ იურისდიქციის თვალსაზრისით. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტისა და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლები. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორის კრიტიკის გამო ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს
შემდეგი სტატიადედაქალაქის 11 პრობლემური ადგილისთვის ჩარჩო-გეგმების შემუშავებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ გაუქმებულა, ის არ შედგა