“შეყვარებულთან იყო წასული” – კრწანისის ტერიტორიაზე შეჭრისას ლიკვიდირებულის დედა

სასწავლო ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობისას ლიკვიდირებული გიგა შენგელიას დედა, ელზა ლოგუა აცხადებს, რომ მისი შვილი თბილისში შეყვარებულის სანახავად იყო ჩასული.
მისი შვილის ბრალეულობის არ სჯერა და მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

ლოგუა კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მის შვილს იარაღი ჰქონდა.

“დანაც კი არასდროს უტარებია, რატომ მომიკლეს შვილი”- აცხადებს ლიკვიდირებულის დედა.

23 წლის გიგა შენგელიას მეგობრები პირად საუბრებში კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობენ. მათი ინფორმაცით მოკლულის ძმა “კრწანისის” სასწავლო ცენტრში ირიცხებოდა, ჯარიდან რამდენიმე თვის წინ წამოვიდა და არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდები ცენტრში მყოფი მისი მეგობრის სანახავად იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით მოკლულის ძმა გიორგი შენგელია გაქცეულთა შორისაა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.

თავადსხმისას ლიკვიდირებული პირი კი 1993 წელს დაბადებული გიგა რომანის ძე შენგელიაა. ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს ქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან.

შენგელია ოჯახთან ერთად ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედსარი პროზექტურიდან ზუგდიდში უკვე გადაასვენეს.

14801004_1808302372788095_1103706364_n

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში თვეში 5000-მდე პაციენტის ჩართვაა შესაძლებელი
შემდეგი სტატიამალტაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანია გარდაცვლილი