შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი – 40% ქართული ოცნება, 10% ენმ – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 22% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 40% – „ქართული ოცნება“, 10% – „ნაციონალური მოძრაობა“, არც ერთი პარტია – 22%, „პატრიოტთა ალიანსი – 3%, „თავისუფალი დემოკრატები“ ასევე – 3%, სხვა – 7%, ხოლო უარი პასუხზე 9%-მა განაცხადა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილს წარუდგენს.

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიNDI: გამოკითხულთა 42 % ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი წინა პარლამენტზე უკეთესად იმუშავებს
შემდეგი სტატიაNDI: გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი