შეიტანეთ დღის წესრიგში აქციის მოთხოვნები, პირველ რიგში დაპატიმრებულების გამოშვება და მეორე, გახარიას გადადგომა – ხოშტარია

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2019 13:18

შეიტანეთ დღის წესრიგში აქციის მოთხოვნები, პირველ რიგში დაპატიმრებულების გამოშვება და მეორე, გახარიას გადადგომა – ხოშტარია

შეიტანეთ დღის წესრიგში აქციის მოთხოვნები, პირველ რიგში დაპატიმრებულების გამოშვება და მეორე, გახარიას გადადგომა – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ.

“ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი და მე მაინტერესებს არის თუ არა დღის წესრიგში რეზოლუცია, რომელიც ასახავს გარეთ მდგომი მომიტინგეების, ახალგაზრდების მოთხოვნას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ ბიუროზე. რომელიც ასახვა შეფასებას და მოთხოვნას რაც აქტიურად ისმის, გახარიას გადაყენების შესახებ. იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს პარლამენტში მსჯელობა, აი ამ ჩვეულებრივ საკითხებზე უბრალოდ წარმოუდგენელია, თუ ჩვენ არ განვიხილავთ გახარია პასუხიმგებლობის საკითხს. რასაც ვისმენ ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან, ამ დღეებში, აი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც ადამიანები დიახ, ამდენი ხანი დგანან ქუჩაში, როგორც არ უნდა ეცადოთ ეს წარმოაჩინოთ თქვენსა და წარსულს შორის ჭიდილად, რეალურად დღეს, თქვენ ხართ წარსული და გარეთ დგას მომავალი. ამიტომ რაც უფრო მალე ადეკვატურად უპასუხებთ მოთხოვნებს და ამის საშუალებას გაძლევთ სწორედ ეს რეზოლუცია, ვიმსჯელოთ იმაზე რაც ხდება ქვეყანაში. ვიმსჯელოთ იმაზე რასაც გთხოვენ და არა რაღაც საბაჟო კოდექსზე რომელიც აქ წერია. ამიტომ შეიტანეთ დღის წესრიგში აქციის მოთხოვნები, პირველ რიგში დაპატიმრებულების გამოშვება და მეორე, გახარიას გადადგომა. ამის გარდა სხვა საკითხზე მსჯელობა არის დაუშვებელი”- განაცხადა ხოშტარიამ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2019 13:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,020
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics